ფეხბურთი

22:12 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„უნიონმა“ „ლივერპულის“ ფეხბურთელი გაიფორმა

„ლივერპულის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტაივო ავონი კარიერას „უნიონში“ გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ახალ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ავონიმ. ტაივოს სანაცვლოდ „მერსისაიდელებმა“ 7.5 მილიონი ევრო მიიღეს.

ტაივო „ლივერპულმა“ 2015 წელს ნიგერიული „იმპერიალ აკადემიდან“ დაიმატა. მას შემდეგ აფრიკელი მოთამაშე „აინტრახტში“, „ნაიმეგენში“, „მუსკრონში“ გენტსა“ და „უნიონში“ იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ბერლინური გუნდის მაისურით ავონიმ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ავონი ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა ჯერჯერობით ეროვნულ გუნდში არ გამოუძახებიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115754