ფეხბურთი

18:17 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბთან ახლოსაა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სოლომონ კვირკველიამ შესაძლოა კარიერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელოს.

ამის შესახებ განცხადება, ქართველი მცველის აგენტმა ივან კარპმა გააკეთა, მაგრამ ისიც თქვა, რომ სხვა წინადადების განხილვასაც აპირებენ.

„ჩვენ ახლოს ვართ არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ამავდროულად, ყველა წინადადებას ვიხილავთ, რომელსაც ვიღებთ“, - თქვა კარპმა რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასული სეზონი მან იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა. კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წლის ზამთარში ყაზანის „რუბინიდან“ შეუერთდა და „რკინიგზელთა“ რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114658