ფეხბურთი

14:34 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი დაიმატა. ინფორმაცია ქართული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილს შეცვლის, რომელმაც კლუბი დატოვა და კარიერა ესპანურ „ვალენსიაში“ გააგრძელა.

მარკ სპენკელინკი ბოლოს პსვ ეინდჰოვენის მეორე გუნდში თამაშობდა, ხოლო მანამდე „იგზლის“, შვედური „კარსლადისა“ და „ტვენტეს“ აკადემიის წევრი იყო.

0.139465