ფეხბურთი

11:38 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალში" კორონავირუსი გავრცელდა და ამერიკული ტურნე გააუქმეს

ლონდონის „არსენალში“ კორონავირუსი გავრცელდა, რის გამოც ინგლისურმა გუნდმა ამერიკული ტურნე გააუქმა. ჩატარებული ტესტების შედეგად, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და „არსენალის“ გეგმებიც შეიცვალა.

ლონდონელებს ამერიკაში ამხანაგური მატჩები „ინტერის“, „მილიონარიოსისა“ და „ევერტონის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ ცხადია, ეს არ მოხდება.

„მეთოფეები“ იმედოვნებენ, რომ ვირუსის შეკავებას მოახერხებენ, რადგან ინგლისის პრემიერლიგა 13 აგვისტოს იწყება და „არსენალი“ პირველ ტურში „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება.

0.109296