ფეხბურთი

1:48 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "კლუბი, რომელიც კვარაცხელიას შეიძენს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს გაიფორმებს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კლუბი, რომელიც ხვიჩას შეიძენს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს გაიფორმებს.

„რას ფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ? არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ თუ არა მის სახელს, მაგრამ 3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: ფაბრიციო, შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას! მე ის ვნახე და ვინც მას შეიძენს, გაიფორმებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს! მე მისით მოვიხიბლე, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ის ნამდვილად ნიჭიერია“, - თქვა რომანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024-წლამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით, ტრანსფერის შესახებ ხელჩასაჭიდი ცნობები ისევ არ ვრცელდება და ხვიჩაც ახალი სეზონისთვის რუსულ კლუბთან ერთად ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109979