ჭიდაობა

22:59 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: გოგრიჭიანის ვერცხლი და სამხარაძის ბრინჯაო ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება, საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს - ვერცხლი და ბრინჯაო. ვერცხლის მედალს 65 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანი დაეუფლა.

გოგრიჭიანი ფინალში ამერიკელ შაპიროს შეხვდა და 4:8 წააგო, შედეგად, ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე კი ესპანელ მილას 10-0, ბელარუს ნიაძელკსა წმინდად, ბულგარელ დიანკოს 11-3 და ირანელ აბას რეზაეიაგოუზგელეს 6-6-ზე მოუგო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 80 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე სამხარაძემ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ სატარხან ალაჰვერდილის 4:2 სძლია. მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა რეზო მარსაგიშვილს, რომელმაც სწორედ ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო სომეხ სარგის ბეგოიანთან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს 21 ივლისს სამი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს. გიორგი ბულაშვილი (60 კგ), მალხაზ ხელაია (45 კგ) და გიორგი ნათობიძე (71 კგ) რეპეშაშჟში იჭიდავებენ და ამ გზით ეცდებიან მედლის მოპოვებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133285