ჩოგბურთი

20:15 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე პოლონეთის ტურნირის მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პოლონეთის ქალაქ გდინიას ტურნირში წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს. ეკომ ჯერ იყო და, ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, ახლა კი მერვედფინალში გავიდა.

1/16 ფინალში გორგოძე რუს ანასტასია ზახაროვას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. გორგოძემ პირველი სეტი ტაიბრეიკზე 6:7 წააგო, მაგრამ შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 6:3, ხოლო მესამე კიდევ უფრო იოლად, 6:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ეკო გორგოძე მერვედფინალში 21 ივლისს, ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდება.

0.159237