ფეხბურთი

18:54 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკ შოუმ ევრო 2020-ზე ბოლო სამი თამაში გატეხილი ნეკნებით ითამაშა

ინგლისის ნაკრების მცველმა ლუკ შოუმ ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩი ტრავმირებულმა ითამაშა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, შოუმ დაზიანება ჯერ კიდევ მერვედფინალში გერმანიასთან (2:0) მატჩში მიიღო. ლუკმა უკრაინასთან, დანიასთან და იტალიის ნაკრებთან გატეხილი ნეკნებით ითამაშა!

ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანების მიუხედავად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ფინალში, რომელიც მისმა გუნდმა წააგო, გოლიც გაიტანა - სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი (მეორე წუთზე).

ბრიტანული მედია წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ტრავმის ხარისხით დაინტერესდა, რადგან მისთვის შოუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და აინტერესებს იქნება თუ არა ის შვებულების შემდეგ მის განკარგულებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112942