ფეხბურთი

16:30 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი ტულის "არსენალის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულის "არსენალში" გააგრძელებეს. რუსულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, განცხადებაში არ არის მითითებული რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 20 წლის ქართველ შემტევთან.

ზურიკო "არსენალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან რამდენიმე დღის წინ ყაზანის "რუბინთან" ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

დავითაშვილი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 28 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი სწორედ „არსენალის“ წინააღმდეგ. 20 წლის ჩვენებური გასულ სეზონში „როტორში“ იყო განათხოვრებული, სადაც 20-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

ტულის "არსენალი" რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 24 ივლისს, სტუმრად მოსკოვში, "ლოკომოტივს" დაუპირსიპირდება. ამ გუნდის ღირსებას წლების განმავლობაში გია გრიგალავა იცავდა.

0.166823