ფეხბურთი

2:05 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "რამოსმა და დონარუმამ დაამტკიცეს, რომ პსჟ-ში სათამაშოდ საჭირო თვისებები აქვთ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა და იმ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი, რომლებიც პსჟ-მ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაიმატა.

არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ჯანლუიჯი დონარუმამ, აჩრაფ ჰაკიმიმ, სერხიო რამოსმა და ჯორჯინიო ვეინალდუმმა დაამტკიცეს, რომ პსჟ-ს მსგავს გუნდში სათამაშოდ ყველაფერი აქვთ.

„გვინდოდა საერთო და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება ჩვენი კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, კლუბში მომუშავე ადამიანებისთვის და იმ დასახული მიზნებისთვის, რომელიც ამ სეზონში გვაქვს. ისეთი კლუბი, როგორიცაა „პარი სენ ჟერმენი“, იმსახურებს უმაღლესი დონის ფეხბურთელებს. ვეინალდუმმა, რამოსმა, ჰაკიმმა და დონარუმამ უკვე დაამტკიცეს თავიანთი დონე სხვა კლუბებში და აჩვენეს, რომ აქვთ ისეთი თვისებები, რომ პსჟ-ში ითამაშონ. ექვსი თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდით პრეზიდენტ ალ-ხელაიფისთან და ლეონარდოსთან, რომ საუკეთესო ფეხბურთელები დაგვემატებინა“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი და ჯორჯინიო ვეინალდუმი უფასოდ დაიმატა, ხოლო აჩრაფ ჰაკიმიში 60 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11457