ჭიდაობა

22:05 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი პირველ დღეს

ბუდაპეშტში მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობაზე, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები მედლებისთვის იბრძოლებენ.

გიორგი გოგრიჭიანი (65 კგ) მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობის ფინალში გავიდა, რეზო მარსაგიშვილი (48 კგ) და თორნიკე სამხარაძე (80 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავბენ, მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან ლუკა ღვინჯილია (55 კგ) გააგძელებს.

გოგრიჭიანი ფილანში ამერიკელ შაპიროს შეხვდება, მანამდე კი ესპანელ მილას 10-0, ბელარუს ნიაძელკსა წმინდად, ბულგარელ დიანკოს 11-3 და ირანელ აბას რეზაეიაგოუზგელეს 6-6-ზე მოუგო. ფინალური ბლოკი 20 ივლისს, 20:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ამისა, 20 ივლისს, მსოფლიო ჭაბუკთა პირველობაზე წინასწარი ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი ხუთი წონით კატეგორიის ფალავნები გამართავენ. საქართველოს ღირსებას კი მალხაზ ხელაია (45 კგ), თორნიკე ასაბაშვილი (51 კგ), გიორგი აბულაშვილი (60 კგ), გიორგი ნათობიძე (71 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილი (92 კგ) დაიცავენ.

0.111728