ფეხბურთი

20:32 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" მზადაა ტიმო ვერნერი გაყიდოს

ლონდონის „ჩელსი“ ტიმო ვერნერის გასაყიდად მზადაა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ინგლისურმა გუნდმა გერმანელი ფეხბურთელი რამდენიმე გუნდს უკვე შესთავაზა.

ვერნერი „ჩელსის“ ერთი წლის წინ დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტომას ტუხელი მის ადგილს გუნდში ვეღარ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ უკვე უარი თქვა ვერნერის დამატებაზე, არადა, ინგლისელებს სურდათ ის ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერში ჩაერთოთ.

ტიმო ვერნერმა გასულ სეზონში ლონდონური გუნდის მაისურით 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110752