ფეხბურთი

18:25 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ბელგიელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ ბრიუსელის „ანდერლეხტიდან“ ნიჭიერი ნახევარმცველი ალბერტ სამბი ლოკონგა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ლოკონგასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა, ზუსტი დრო მითითებული არ არის. არაოფიციალური ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 17.5 მილიონი ევრო შეადგინა.

21 წლის ფეხბურთელი „ანდერლეხტში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 69 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112243