ფეხბურთი

12:20 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელი: "ანდერსონი ყველაფერს ჭამდა, თორემ მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელმა მისი თანამემამულისა და ასევე „მანჩესტერის“ ექსნახევარმცველის, ანდერსონის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით, ანდერსონი ყველაფერს ჭამდა და რეჟიმს არღვევდა, თორემ შეეძლო მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო.

„როდესაც გუნდის ავტობუსში ვიყავით და მაგისტრალზე ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდებოდით და იქ მაკდონალდსი იყო, გიჟივით ყვირილს იწყება - მაკდონალდსი, მაკდონალდსი. ყველაფერს ჭამდა, გიჟი იყო, მაგრამ გვიყვარს. პრემიერლიგის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იყო.

ბევრი სერიოზული ტრავმაც ჰქონდა, რასაც მისი რეჟიმი და კვების სტილიც დაემატა. ნელ-ნელა ამან მასზე გავლენა იქონია. შემთხვევითი არ არის, რომ საუკეთესო ფორმას მაშინ აღწევდა, როცა ზედიზედ რამდენიმე თამაშს ატარებდა, რადგან იმ მომენტში ზედმეტი ჭამა არ შეეძლო. ის რომ ყოფილიყო უფრო პროფესიონალი, შეიძლებოდა მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო. ამას სერიოზულად ვამბობ. არ ვიცი, რამდენჯერ მიფიქრა ამაზე, მაგრამ მას მარტივი ცხოვრება მოსწონდა“, - თქვა რაფაელმა.

შეგახსენებთ, ანდერსონი „მანჩესტერმა“ 2007 წელს „პორტუდან“ დაიმატა და 2015 წლამდე 181 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ინგლისიდან აბარგების შემდეგ „ფიორენტინაში“, „ინტერნასიონალში“, „კურუტიბასა“ და „ადანა დემირსპორში“ თამაშობდა. ბრაზილიის ნაკრებში მან 2007-2008 წლებში მხოლოდ რვაჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111123