ფეხბურთი

10:26 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ "კოპენჰაგენში" პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა

დანიურ „კოპენჰაგენში“ დავით ხოჭოლავას ოფიციალური დებიუტი შედგა. იეს თორუპის გუნდმა დანიის სუპერლიგის პირველ ტურში „პარკენის“ სტადიონზე „ოლბორგს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა.

„კოპენჰაგენი“ ჯერ აგებდა, შემდეგ იგებდა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ქართველი მცველი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო და თამაშის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ რამდენიმე კვირის წინ დონეცკის „შახტარიდან“ შეუერთდა. „კოპენჰაგენი“ მომდევნო მატჩს 22 ივლისს, უეფას კონფერენს ლიგაზე ბელარუსის „ტორპედოსთან“ გამართავს, ხოლო დანიის ჩემპიონატში 25 ივლისს, „სილკებორგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126584