კალათბურთი

12:20 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: იანისი კვლავ დღის თემაა - "მილუოკი ბაქსი" ტრიუმფთან ერთ ნაბიჯშია! (+VIDEO)

NBA-ს სეზონის დაწყებამდე „მილუოკი ბაქსს“ საკმაოდ მკაცრი არჩევანის გაკეთება მოუწია. მათი მთავარი პლეიმეიკერი, ერიკ ბლედზო აშკარად არ ჯდებოდა როგორც გამთამაშებელი იანის ანტენტოკუნმპოს წყვილში. მათ გუნდის ჩემპიონობის პერსპექტივებში და გამთამაშებლის პოზიციის განმტკიცება სჭირდებოდათ. ინსაიდერებმა დაასახელეს ჯრუ ჰოლიდეი და კრის პოლი, როგორც გუნდში გადასვლის ორი მთავარი კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოთამაშე ახლა თამაშობს NBA ფინალში „ მილუოკისთან“ და „ფინიქს სანსთან“ ერთად, ისინი წარმოადგენენ „ნიუ ორლეანსა“ და „ოკლაჰომას“.

ამ გადმოსახედიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბაქსის“ არჩევანმა გაამართლა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში განცდილი პირველი ორი თამაშის შემდგომ ახლა უკვე ანგარიში „მილუოკის“ სასარგებლოდ 3:2-ია. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა 2 თამაში შინ, ხოლო ბოლო მატჩი სტუმრად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს სუპერფინალის პირველი შეხვედრა იყო, რომელიც სტუმრებმა მოიგეს. უშუალოდ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ფინიქს სანსმა“ პირველი მეოთხედში 16-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, თუმცა „ფინიქსის“ ფორა „მილუოკიმ“ მეორე პერიოდში აღმოფხვრა და უფრო მეტიც - პირველი ნახევარი თავის სასარგებლოდ 64:61 დაასრულა.

მესამე პერიოდში იანისმა და კამპანიამ უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და დასკვნითი მეოთხედის დაწყებამდე მათი ქულათა სხვაობა 10 ქულა იყო. (100:90)

მასპინძლები ბოლო პერიოდში აქტიურობდნენ - მოიგეს კიდეც 29:23! თუმცა, ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა და „მილუოკი ბაქსმა“ სერიის მე-5 დაპირისპირებაში 123:119 იმარჯვა.

კვლავ გამორჩეული თამაში ჩაატარა „სანსის“ კალათბურთელმა დევინ ბუკერმა. მის ანგარიშზე 41:32 წუთში მოპოვებული 40 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი იყო. მისი +- მაჩვენებელი კი 12 და მხოლოდ ჯრუ ჰოლიდეის ჩამორჩა, რომელსაც +- კოეფიციენტი (14!) ჰქონდა. დამარცხებულთა რიგებში ასევე კრის პოლი 21 ქულით, 2 მოხსნითა და 13 პასით, ხოლო დეანდრე ეიტონი 20 ქულით, 10 მოხსნით, 1 პასითა და შესაბამისად ორივე მათგანი ორმაგი დუბლით გამოირჩნენ.

აქვე გეტყვით, რომ ბუკერმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სტადიაზე ზედიზედ ორ მატჩში 40+ ქულა ჩააგდო, თუმცა ორივე მათგანში დამარცხდა.

ისევ ლიდერი იყო იანის ანტენტოკუნმპო! ბერძენმა კალათბურთელმა პარკეტზე 40:34 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შესძინა. მას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. „მილუოკიდან“ ასევე კარგი თამაში ჩაატარეს კრის მიდლტონმა (29 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი) და ჯრუ ჰოლიდეიმ (27 ქულა, 4 მოხსნა, 13 პასი).

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს იანისის საოცარი ჩატენვა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კრის პოლმა ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა და მალევე წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ ანტენტოკუნმპომ ბრწყინვალე სლემით ყველაფერს წერტილი დაუსვა. გუნდებმა ამის შემდგომ თითო მომენტი გაცვალეს, თუმცა ვერცერთმა ვერ გამოიყენა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ამრიგად, „მილუოკი ბაქსი“ სერიაში დაწინაურდა და ტრიუმფამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 21 ივნისს შედგება და შესაძლოა ეს ბოლო გამოდგეს. აქვე გეტყვით, რომ „ფინიქსს“ NBA-ს სუპერფინალი არასოდეს მოუგია, რაც შეეხება „ბაქსს“, მათ ჩემპიონობა 1971 წელს იზეიმეს.

0.111049