ფეხბურთი

22:25 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „კიოლნთან“ წააგო
ნაგელსმანის ბავარიული დებიუტი

მიუნხენის „ბაიერნი“ დღეს, 17 ივლისს, ამხანაგურ მატჩში „კიოლნთან“ დამარცხადა 2:3. შეხვედრა ფილინგენ-შვენინგენში გაიმართა.

თამაში მიუნხენელთა სწრაფი გოლით დაიწყო. თავი არმინდო ზიბმა გამოიჩინა. თუმცა, 27-ე წუთისთვის უკვე კიოლნელები იგებდნენ იან ტილმანისა და მარკ უტის გოლებით. მალევე ჯოშუა ზირკზემ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

გამარჯვების ბურთი კი 56-ე წუთზე იმავე უტმა შეაგდო.

"ბაიერნმა," ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა, რადგან ევროპისჩემპიონატგამოვლილი ძირითადის ფეხბურთელები მხოლოდ 26 ივლისს დაბრუნდებიან შვებულებიდან.

ამ შეხვედრაში "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის დებიუტი შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125967