ფეხბურთი

15:11 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ჟირუ დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ოლივიე ჟირუ დაიმატა. ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

„როსონერიმ“ „ჩელსის“ 34 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაუხავდა, ხოლო ფრანგის ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება.

ჟირუმ „ჩელსის“ მაისურით 119 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. მანამდე ის ლონდონის „არსენალის“ წევრი იყო, სადაც 253 თამაშში თავი 105-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 2010-2012 წლებში „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა.

კარიერის საწყის ეტაპზე „გრენობლის“, „ისტრისა“ და „ტურის“ ფეხბურთელი იყო, საფრანგეთის ნაკრებში კი 110 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126755