ფეხბურთი

14:43 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დიბალას ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ ხელფასს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას თქმით, არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი ივლისის ბოლოს „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.

წყაროს თანახმად, იუვე მზადაა დიბალას ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუფორმოს და ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. თავად ფეხბურთელი ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის. უფრო მეტიც, მას სურს, რომ „ბიანკონერის“ კაპიტანი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუც მზად არის ტურინულ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117283