ფეხბურთი

22:55 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "კიოლნის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან ბორნაუ კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელის სანაცვლოდ "მგლებმა" 13.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ბორნაუ "ანდერლეხტის" აკადემიის აღზრდილია და "თხებმა" 2019 წელს დაიმატეს. გასულ ორ სეზონში სებასტიანმა 57 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში ბორნაუ 2020 წლის ოქტომბერში გამოიძახეს და ორი მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.147706