ფეხბურთი

22:31 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სალიბა "მარსელში" გაანათხოვრა

ლონდონის "არსენალმა" ფრანგი მცველი ვილიამ სალიბა "მარსელში" ერთწლიანი იჯარის წესით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური და ფრანგული კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს.

სალიბა "არსენალმა" 2019 წელს "სენტ ეტიენიდან" 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ამავე გუნდში იჯარის წესით გაუშვა. ასევე, ვილიამი გასული სეზონის ნახევარი "ნიცაში" იყო განათხოვრებული. "მეთოფეთა" მაისურით ფრანგს ჯერჯერობით თამაში არ აქვს ჩატარებული, ხოლო "ნიცას" რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113505