რაგბი

14:03 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მაისაშვილს სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა და იოჰანესბურგში მკურნალობს.

Rugger.info-ის ინფორმაციით, მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმეა. მას ფილტვები აქვს დაზიანებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ორი ტესტ-მატჩისთვის იმყოფებოდა, ერთი ითამაშა კიდეც, მაგრამ შემდეგ გუნდში კორონავირუსი გავრცელდა და მეორე შეხვედრა ჩაიშალა, ისევე როგორც შოტლანდიასთან 17 ივლისს, თბილისში გასამართი მატჩიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107631