ფეხბურთი

11:02 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჯოვანი დი ლორენცოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „ნაპოლიმ“ ჯოვანი დი ლორენცოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „აძურის“ ვებგვერდის ცნობით, იტალიელი მცველი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დი ლორენცოს ძველი ხელშეკრულება კი ძალაში 2025-წლამდე იყო და შესაბამისად, ის 1 წლით განახლდა.

ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიმ“ 2019 წელს „ემპოლიდან“ დაიმატა და მას შემდეგ 95 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. 27 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და იტალიის ნაკრების მაისურით ევრო 2020-ზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელი ფიგურა იყო. მას „სკუადრა აძურას“ რიგებში 13 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114997