ფეხბურთი

20:03 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "დორტმუნდს" ჰოლანდის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლონდონის „ჩელსის“ წინადადება ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით უარყო. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური გუნდი დაჟინებით ცდილობს ნორვეგიელი ფორვარდის გადაბირებას.

ლონდონელებმა გერმანულ გუნდს ტამი ბრაჰამი და კალუმ ჰადსონ-ოდი შესთავაზეს, მაგრამ „ყვითლებმა“ ამ წინადადებაზე უარი თქვეს.

„დორტმუნდის“ მიზანია, რომ ჰოლანდი მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნონ და მის გაყიდვაზე უარს ამბობენ. თუმცა, ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 41 მატჩში 41 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111771