ფეხბურთი

19:23 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რეალმა" ლამაზად უნდა ითამაშოს, გუნდმა მზადება კარგად დაიწყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბში“ არსებული მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მადრიდელებმა რამდენიმე დღეა, რაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს და იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილია.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმ თვისებებით, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოავლინეს და იმ შიმშილის გრძნობით, რაც ვეტერანებმა აჩვენეს. მარსელოს, კარვახანს, ნაჩოს და ლუკას ვასკესს ყველაფერი მოგებული აქვთ, მაგრამ მაინც მშივრები არიან და ეს პოზიტიური ამბავია. ეს დღეები ფიზიკურ კონდიციებზე ვმუშაობდით, ფეხბურთელებმა ამ მოთხოვნას კარგად უპასუხეს, რის გამოც ბედნიერები ვართ.

ალაბა დიდებული ფეხბურთელია, ძალიან ხარისხიანი და ტაქტიკურად განსწავლული. ის „ბაიერნში“ ჩემს დროს ცენტრალურ მცველად თამაშობდა, მაგრამ ავსტრიის ნაკრებში მარცხენა ფლანგზე თამაშობს და თანაც, კარგად.

თამაშის სტილის შესახებ საჭიროა „რეალის“ ისტორია ვიცოდეთ. ამიტომ, ლამაზად უნდა ვითამაშოთ, რადგან მსოფლიო ფეხბურთის დონე ამჟამად ძალიან მაღალია“, - თქვა ანჩელოტიმ.

0.115948