ფეხბურთი

18:37 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "პსჟ-ში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი"

„პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეულმა ჯანლუიჯი დონარუმამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. როგორც მან ფრანგული კლუბის ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა, პსჟ-ში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ დიდ კლუბის ნაწილი გავხდი. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო პსჟ-ში თამაში ამ ჩემპიონებთან ერთად. ბუნებრივია, რომ ოცნებობ ასეთ ჩემპიონებთან ერთად თამაშზე, მანამდე პსჟ-ს თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. მინდა თავდაუზოგავად ვივარჯიშო, მაქსიმუმი გავიღო და არასდროს გავჩერდე. ვფიქრობ, მზად ვარ, ამ წლების განმავლობაში გარკვეული გამოცდილება მივიღე.

აქ გადმოსვლამდე მაურისიო პოჩეტინოს ვესაუბრე და მან მომილოცა. ის შესანიშნავი მწვრთნელი და დიდი ადამიანია, ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვიმუშავებ. ვერატის ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში ვესაუბრებოდი, ის ბედნიერია, რომ აქ ვარ და მეც ბედნიერი ვარ, ეს რაღაც ჯადოსნურია. ვესაუბრე ბუფონს და სირიგუსაც. ჯიჯიმ კლუბზე, მის ისტორიაზე და აქ ყოფნის სილამაზეზე ბევრი რამ მითხრა. მიხარია, რომ მათი რჩევები მოვისმინე“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან „მილანი“, სადაც 2015 წლიდან 251-ჯერ ითამაშა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. დონარუმა ევრო 2020-ის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110595