ფეხბურთი

16:54 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმას ტრანსფერის შემდეგ პსჟ-ს 9 მეკარე ჰყავს!

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ სურეალისტური ვითარება შეიქმნა. მას შემდეგ, რაც პარიზულმა გუნდმა ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, პირველი გუნდის განკარგულებაში უკვე 9 მეკარეა!

პსჟ-ს რიგებში დონარუმას გარდა, კეილორ ნავასი, სერხიო რიკო, ალფონს არეოლა, მარჩინ ბულკა, დენის ფრანკი, ალექსანდრ ლეტელიე, ჟარისონ ინოკენი და ლუკას ლავალი ირიცხებიან.

ცხადია, პსჟ-ში ყველა მათგანი მომდევნო სეზონს ვერ გაატარებს და ახლა კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მოუწევს იჯარით სხვაგან თამაში, ვის კი გაყიდვა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჯანლუიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110949