კალათბურთი

11:20 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბუკერის რეკორდი, მიდლტონის 40 ქულა - "მილუოკი" თამაშში დაბრუნდა (+VIDEO)
იანისის სენსაციური დაფარება ეიტონზე NBA-ში დღის თემად იქცა

NBA-ს ფინალური დაპირისპირება გრძელდება და „მილუოკი ბაქსმა“ სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. ამ მატჩს ერთი რამ აკლდა, დაძაბულული დასასრული, რადგან როგორც წინა სამ შეხვედრაში, თამაშს ის გუნდი აკონტროლებდა, რომელიც შინ თამაშობდა.

უშუალოდ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ნახევრის მერე ანგარიში თანაბარი იყო - 52:52. მესამე პერიოდში ბუკერის საოცარი თამაშით „ფინიქსმა 30:24 მოიგო, რომელთაგან 18 ქულა დევინმა მიითვალა. მასპინძლებმა დასკვნითი მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით 33:21 იმარჯვეს და ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი გამოდგა - 109:103!

მესამე თამაშიდან „ბაქსი“ დაბრუნდა, მაგრამ მისი წარმატებით გაგრძელება ეჭვიშ ქვეშ იყო. მიზეზად კი ის მოიაზრებოდა, რომ ამ შეხვედრაში „ფინიქსის“ ვარსკვლავი დევინ ბუკერი სრულად ჩავარდა. კობის მემკვიდრედ წოდებული დევინი ზედიზედ ორ თამაშს ცუდად არასდროს თამაშობს და ასეც მოხდა. დღევანდელ შეხვედრაში მას საოცარი შედეგები ქონდა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

ბუკერმა 38:30 წუთში 42 ქულა ისე დააგროვა, რომ არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია. მან 42 ქულას - 1 მოხსნა და 2 პასიც დაამატა. 24 წლის გამთამაშებელს 28-დან 17 ორქულიანი, 9-დან 8 საჯარიმო და 3-დან არცერთი სამქულიანი ჰქონდა.

დევინმა ნახევარ საუკუნიანი რეკორდიც მოხსნა - მას პლეი-ოფში 542 ქულა დაუგროვდა და რიკ ბარის გადაასწრო, რომელმაც 1967 წელს 521 ქულა ქონდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავის ასეთი წარმოდგენა „ფინიქსისთვის“ აუცილებელი იყო „მილუოკის“ არენაზე, თუმცა მასპინძლებმა კრის მიდლტონის კარგი თამაშის წყალობით გამარჯვება მაინც მოახერხეს. 29 წლის ფორვარდმა პარკეტზე 43 წუთი დაჰყო, რა დროშიც 40 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

კრისს იანის ანტენტოკუნმპოც დაეხმარა, რომელიც ნაკლები ქულების მიუხედავად გუნდისთვის უფრო ეფექტური იყო. ბერძენი კალათბურთელი ერთადერთი გამოდგა მთელ თამაშში, რომელმაც 26 ქულით, 14 მოხსნით, 8 პასით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლი მიითვალა. მას საოცარი პასებიც ჰქონდა და სენსაციური დაფარებაც ეიტონზე! თანაც ბოლო წუთებზე!

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებები 18 და 21 ივლისს გაიმართება.

0.130422