ფეხბურთი

1:30 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საულისა და გრიზმანის ბარტერზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

მადრიდის „ატლეტიკომ“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. ესპანური მედიის ცნობით, საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის შესაძლო ბარტერზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

ფეხბურთელებიც თანახმა არიან, რომ კლუბები გაცვალონ. „ბარსელონას“ გრიზმანის გასხვისება სურს, რადგან მემფის დეპაი და სერხიო აგუერო დაიმატა, რის შედეგადაც სახელფასო ბიუჯეტის შემსუბუქება აქვთ გადაწყვეტილი. გრიზმანმა „ბარსაში“ მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა. რაც შეეხება საულს, მასაც „ატლეტიკოდან“ წასვლის სურვილი აქვს და ამის შესახებ ინფორმაცია უკვე კარგა ხანია ვრცელდება.

ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-2019 წლებში თამაშობდა და 257 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა, ხოლო „ბარსელონაში“ ბოლო ორ სეზონში თავი 99 მატჩში 35 გოლით გამოიჩინა. საულს აქამდე „ატლეტიკოს“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია და 440 თამაშში თავი 53-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097879