ფეხბურთი

21:56 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ფეხბურთელია

ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია, ახლა უკვე ოფიციალურად. იტალიელი მეკარე პარიზში ჩავიდა და ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.

დინარომამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონი ევროს მიიღებს. ის პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დიდ კლუბში მოვხვდი, როგორიც „პარი სენ ჟერმენია“. მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის და აქ განვითარდებისთვის. მინდა, პარიზში, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და გულშემატკივრები გავახარო“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან 251-ჯერ ითამაშა. იტალიელი მეკარე ევროპის ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113149