ფეხბურთი

18:23 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი ახალ კონტრაქტზე თანახმაა და ხელფასს გაინახევრებს

კატალონიის „ბარსელონა“ და ლიონელ მესი კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს ამოიწურა, საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ არგენტინელი დათანხმდა კატალონელებთან 5 წლით კონტრაქტის განახლებას. მესი ასევე თანახმაა, რომ ხელფასი შეიმციროს.

წყაროს თანახმად, ლიონელი გასამრჯელოს 50%-ით შეიმცირებს და თამაშს მშობლიურ გუნდში გააგრძელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია შესაძლოა, ოფიციალურად ხვალ დადასტურდეს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მესიმ 35 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115871