ფეხბურთი

17:50 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რევოლუცია ლა ლიგაში: ნაკლები ტური და მატჩები მაიამიში

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს ლა ლიგის ფორმატის შეცვლას სთავაზობს.

როგორც ესპანური გამოცემა As-ი წერს, შესაძლოა, ლა ლიგაში ტურების რაოდენობა შემცირდეს, ხოლო მატჩების ნაწილი ქვეყნის ფარგლებს მიღმა, ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართოს.

„მომდევნო დღეებში ტებასს მოვიწვევ, რომ დავსხდეთ და ვცადოთ ლა ლიგის მოქმედი ფორმატის შეცვლა. ჩვენ უნდა შევამციროთ ტურების რაოდენობა, რომ მეტი შოუ გვქონდეს. უნდა მივიპყროთ ახალგაზრდების ყურადღება. თუ ფორმატს შევცვლით, ეს ერთხმად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შევთავაზებთ ლა ლიგის მატჩების ნეიტრალურ ადგილებზე ჩატარებას, მაგალითად მაიამიში. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია, რადგან ყველა გუნდი სახლში და სტუმრად თამაშობს, მაგრამ ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა რუბიალესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111198