ფეხბურთი

10:28 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: "იტალიურ ფეხბურთზე არასწორი წარმოდგენა აქვთ, კატენაჩოს ინგლისი თამაშობს"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ ევრო 2020-ის შემდეგ თანამემამულეების ტრიუმფის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს გამარჯვება აუცილებელი იყო იმის საჩვენებლად, რომ იტალიური ფეხბურთის შესახებ არასწორი წარმოდგენა არსებობს და ისინი დაბრუნდნენ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ.

“ეს ტრიუმფი ამ ქვეყნისთვის ბედნიერების პირველი ნიშანია ამდენი რთული თვის შემდეგ. იტალიური ფეხბურთი დაბრუნდა იქ, სადაც ყოველთვის იყო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ 4-ჯერ გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული და ახლა უკვე ორჯერ ევროპის. ჩვენი გამარჯვება აუცილებელი იყო იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი ფეხბურთის შესახებ მრავალი ცრურწმენა არსებობს. როდესაც იტალიაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ კატენაჩოზე, მაგრამ ამ დროს უელსი და ინგლისი მთელი თამაში თავის ნახევარზე გველოდნენ.

მწვრთნელის მთავარი საქმეა სხვადასხვა ადამიანისა და ინდივიდუალობის შერწყმა და მანჩინი ამაში შესანიშნავია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ დავიწყეთ, ეს არ იყო მარტივი მიზანი. იტალიას რაღაც განსხვავებული ჰქონდა“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაამარცხა და კონტინენტის პირველობა ისტორიაში მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114585