ფეხბურთი

2:07 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა "მილანს" დაემშვიდობა: "ამ კლუბთან დაკავშირებულ გრძნობას დრო და მანძილი ვერ წაშლის"

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა „მილანს“ დაემშვიდობა. მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მანძილი და დრო „მილანთან“ დაკავშირებულ გრძნობებს ვერაფერს დააკლებს.

„ზოგიერთი არჩევანი რთულია, მაგრამ ეს ადამიანის განვითარების ნაწილია. „მილანში“ რომ მივედი ბავშვი ვიყავი, რვა წლის განმავლობაში სიამაყით მეცვა ეს მაისური, ვიბრძოდით, ვიტანჯებოდით, ვტიროდით, გვიხაროდა, ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და ყველა მათგანთან ერთად, ვინც კლუბში მუშაობდა. გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. „როსონერის“ მაისურში მივაღწიე პირად მნიშვნელოვან ეტაპებს, მაგალითად სერია A-ში დებიუტი 16 წლის ასაკში, არაჩვეულებრივი წლები გავატარე, რომლებიც არასდროს დამავიწყდება.

ახლა დამშვიდობების დრო დადგა. არჩევანი, რომელიც რა თქმა უნდა ადვილი არ იყო. პოსტი არ არის საკმარისი ამის ასახსნელად, ან შეიძლება ახსნა შეუძლებელიცაა, რადგან ღრმა გრძნობების სიტყვებით გადმოცემა რთულია.

ყველა „როსონერი“, რომელსაც შევხვდი პირველი დღიდან ბოლო დღემდე, მუდამ ჩემს გულში დარჩება, როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი გზა, მართლად ფუნდამენტური ნაწილი, რამაც გამხადა ის, ვინც ვარ. „მილანს“ ყველა შესაძლო წარმატებას ვუსურვებ და ამას გულით ვაკეთებ, რადგან ამ ფერებთან მიბმულია გრძნობა, რომელსაც დრო და მანძილი ვერ წაშლის", - დაწერა დონარუმამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ აღზრდილია და 2015 წლიდან მთავარ გუნდში 251 თამაში ჩაატარა. 22 წლის მეკარე ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად გაისარჯა, იტალიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა და ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, რაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან მეკარეს ეს ჯილდო მანამდე არასდროს მოეგო.

დონარუმა კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს, ეს ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

0.123232