ფეხბურთი

21:02 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ესპანეთში ვარსკვლავებს ცუდად ექცევიან, იტალიაში კიელინი და ბონუჩი გმირები არიან"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ესპანეთში ვარსკვლავებს ცუდად ექცევიან. მაგალითად, რამოსმა ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი მოიყვანა, რომლებმაც იტალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინეს და იტალიაში გმირებად მიიჩნევიან.

„ესპანეთში ვარსკვლავებს ცუდად ექცევიან? ყოველთვის ერთი და იგივე ამბავია, პრობლემა გვაქვს, როგორც ქვეყანას, ფილოსოფია არ იცვლება. მე ვხედავ იტალიას, სადაც ბონუჩი და კიელინი გმირები არიან. ჩვენთან ფეხბურთელების მიმართ აღფრთოვანება არ არის, სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა. ეს არ არის ის, რაც მე განვიცდი, არამედ სხვებიც. როდესაც ქვეყანაში ჩემპიონები გვყავს, მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნაკლები შურია საჭირო“, - თქვა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ლუის ენრიკემ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა, რის მიზეზადაც ფორმაში არყოფნა დაასახელა. ესპანელმა ფეხბურთელმა „რეალიც“ დატოვა და კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114598