სხვა

10:24 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაკიაოს და სპენსის შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმართება

მანი პაკიაომ და ეროლ სპენს უმცროსმა გამოაცხადეს, რომ მათი შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმართება. რვა წონით დივიზიონში მსოფლიოს ჩემპიონი ფილიპინებიდან, თანამედროვე კრივის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს დაუპირისპირდება.

42 წლის პაკიაოს პროფესიონალურ რინგზე 71 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 62 მოიგო (39 ნოკაუტით), 7 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. 31 წლის სპენსს მხოლოდ 27 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოგებით დაასრულა (21 ნოკაუტი).

სპენსი ამჟამად როჭოს წონაში (67 კგ) WBC-ს და IBF-ის ქამრები ეკუთვნის და პაკიაოსთან შეხვდრაში, რომელსაც ლას ვეგასის „T-მობილ არენა“ უმასპინძლებს, სწორედ მათ გამოიტანს.

პაკიაო ამჟამად ფილიპინებში სენატორია და 2019 წლის ივლისის შემდეგ ბრძოლა არ გაუმართავს. ბოლო შეხვედრა მას კიტ თურმანთან აქვს გამართული და ის მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ლოს ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე, პაკიაომ განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნებით და თანამედროვე კრივის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან შეხვედრით, ძალიან რისკავს და რომ მას ეროლ სპენსთან შედარებით, გაცილებით იოლი მეტოქე უნდა აერჩია. მაგრამ როჭოს წონაში საუკეთესო მოკრივე აირჩია, რადგან სურს, რომ თავის ფანებს, კარგი ბრძოლა უჩვენოს, რადგან რეალური ბრძოლა სურს.

სპენსი 2019 წლის შემდგ მეორედ ავა რინგზე. ორი წლის წინათ მას ავარია მოუვიდა. შეჯახების შემდეგ, ის „ფერარი 488 სპიდერიდან“ გადმოვარდა. ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დამნაშავედ სცნეს, მაგრამ ციხეს გადაურჩა. დაბრუნება დეკემბერში, მის მშობლიურ ქალაქ დალასში შედგა, სადაც ქულებით მოუგო დანი გარსიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122824