ფეხბურთი

1:26 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" სალაჰს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ინგლისური „ლივერპული“ და მოჰამედ სალაჰი კონტრაქტის განახლებაზე ვერ თანხმდებიან. ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან.

ამიტომაც, ინგლისური გუნდი ეგვიპტელთან დიალოგის გაგრძელებას აღარ გეგმავს და არაა გამორიცხული აფრიკელმა ფეხბურთელმა „ენფილდ როუდი“ დატოვოს. ჯერჯერობით სხვა დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

გასულ სეზონში მოჰამედ სალაჰმა 51 მატჩში 31 გოლი გაიტანა, მათ შორის 22 პრემიერლიგაში, სადაც ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102134