ფეხბურთი

19:59 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკ გრილიში: "პენალტის დარტყმა მინდოდა, კრიტიკას ვერ მივიღებ"

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ჯეკ გრილიშმა როი კინის კრიტიკას უპასუხა. ირლანდიელმა ლეგენდამ რაჰიმ სტერლინგი და გრილიში იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ პენალტები არ დაარტყეს და ეს პასუხისმგებლობა უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებს, ბუკაიო საკას, მარკუს რაშფორდსა და ჯეიდონ სანჩოს დააკისრეს.

გრილიშმა თქვა, რომ ის მზად იყო და უნდოდა, რომ პენალტი დაერტყა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა.

„მინდოდა პენალტი დამერტყა. მწვრთნელმა მთელი ტურნირის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და მათ შორის, იტალიასთანაც. მაგრამ მე ვერ მივიღებ ხალხისგან იმ კრიტიკას, რომ თითქოს პენალტის დარტყმა არ მინდოდა, მაშინ, როცა ვთქვი, რომ დავარტყამდი“, - დაწერა „ასტონ ვილას“ შემტევმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101632