ფეხბურთი

16:08 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: "იტალია დომინანტი იყო და დამსახურებულად მოიგო"

იტალიის ნაკრების ჩემპიონობას „სკუადრა აძურას“ ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევრო 2020 იტალიამ დამსახურებულად მოიგო.

„იტალიამ გუნდურად ითამაშა, 120 წუთის განმავლობაში დომინირებდა და ტიტული დამსახურებულად მოიგო. გუშინ ძალიან ძლიერი გუნდი ვნახე, როგორც ეს მთელი ტურნირის განმავლობაში იყო. ბრავო მანჩინი და ბრავო ყველა ფეხბურთელს, მუნდიალისთვის კარგი წინაპირობაა“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა და 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქვე გეტყვით, რომ ლიპიმ იტალიას 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110045