კალათბურთი

10:24 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტეტოკუნმპოს 41 ქულა და "მილუოკიმ" სერიაში ანგარიში გახსნა (+VIDEO)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში „მილუოკი ბაქსმა" სერიაში ანგარიში შეამცირა, რომელმაც მესამე მატჩი „ფინიქს სანსს“ დამაჯერებლად მოუგო - 120:100.

„ფინიქსმა“ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე პერიოდი 18 ქულით დათმო, რამაც შედეგზე ძალიან დიდი გავლება მოახდინა.

იანის ანტეტოკუნმპომ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდს 41 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ბერძენი კალათბურთელის ასეთმა გარჯამ კი „მილუოკის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება განაპირობა. ჯრუ ჰოლიდეის აქტივში 21 ქულა, 5 მოხსნა და 9 პასია, ხოლო „ფინიქსში“ საუკეთესო კრის პოლი იყო 19 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით.

ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 15 ივლისს, ისევ „მილუოკის“ დარბაზში გაიმართება.

0.116536