ფეხბურთი

20:35 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვაკო ყაზაიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ ტაილანდური „პატჰუმ იუნაიტედი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, ვაკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყაზაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო და 87-ე წუთზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. 28 წლის ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„ულსან ჰიუნდაიმ“ F ჯგუფი უდანაკარგოდ, 18 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გავიდა. სამხრეთკორეული გუნდი მერვედფინალში 14 სექტემბერს იაპონურ „კავაზაკის“ დაუპირისპირდება.

0.119436