ფეხბურთი

18:43 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დააჯარიმა

უეფამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფინანსურად დააჯარიმა. სასჯელის მიზეზი დანიის ნაკრებთან ფანების მიერ დარღვეული სამი პუნქტი გახდა.

ინგლისელმა გულშემატკივრებმა დანიის ეროვნულ ჰიმნზე სტვენა გააჩაღეს, შემდეგ ტრიბუნებზე ფოიერვერკი დაანთეს, ხოლო ბოლოს პენალტის მომენტში კასპერ შეიხელს სახეში ლაზერი მიანათეს.

უეფამ გადაწყვიტა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას 30 000 ევროს გადახდა დაავალოს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალი ინგლისისა და იტალიის ნაკრებების ფინალური მატჩით დასრულდება, რომელიც 11 ივლისს გაიმართება.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102951