სხვა

3:37 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური კორონვირუსით დაავადდა

კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური, კორონვირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია WBC-მ გაავრცელა. ამის გამო, ფიურის და ამერიკელი დეონტეი უაილდერის შეხვედრა, რომელიც 24 ივლისს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

„ფიურის და უაილდერის მესამე ბრძოლა გადაიდო. ტაისონ ფიურის და მის გუნდს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია WBC-ს განცხადბაში. ფიურის ტესტზე დადებითი შედეგი ამ კვირის დასაწყისში აღმოაჩნდა. მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გავრცელდა და მასში არ იყო დაკონკრეტებული, თუ ბრიტანელის გუნდში ვინ იყო ინფიცირებული.

ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის გადაიტანენ შეხვედრის თარიღს და შეიცვლება თუ არა ადგილი - ლას ვეგასის „T-მობილ არენა“.

ფიურის მეორე ბრიტანელ ჩემპიონთან (IBF-ის, WBA-ის და WBO-ის) ენტონი ჯოშუასთან შეხვედრა საუდის არაბეთში, აგვისტოში ჰქონდა დაგეგმილი, როცა საარბიტრაჟო სასამართლომ, უაილდრთან შეხვედრა დაავალდებულა. შესაბამისად, ჯოშუასთან შეხვედრა გადაიდო.

სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, ფიური ვალდებულია, 35 წლის უაილდერს 15 სექტემბრამდე შეხვდეს.

0.111537