ფეხბურთი

22:09 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" ფრანგი მცველი გამოისყიდა

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ანჟეს" ყოფილი მცველი რაიან აიტ-ნური "ვულვზის" სრულუფლებიანი მოთამაშე გახდა. ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგმა "მგლებთან" 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ფრანგებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 9.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

აიტ-ნური გასულ სეზონში "ვულვზში" იჯარის წესით თამაშობდა და 21 შეხვედრაში თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღნიშნული იჯარის შემდეგ რაიანით კლუბი კმაყოფილი დარჩა და მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110149