ფეხბურთი

19:29 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სიმეონემ "როხიბლანკოსი" 2012 წლის იანვარში ჩაიბარა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელის გაწვრთნილმა გუნდმა 527 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 317 მოიგო და 121 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

სიმეონეს თავკაცობით "ატლეტიკომ" ლა ლიგა (2013/14, 2020/21), ესპანეთის თასი (2012/13), ესპანეთის სუპერთასი (2014), ევროპა ლიგა (2011/12, 2017/18) და უეფას სუპერთასი (2012, 2018) მოიგო, ხოლო ორჯერ (2013/14, 2015/16) გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112402