ფეხბურთი

18:58 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" დავიდე კალაბრიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ მარჯვენა მცველ დავიდე კალაბრიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. იტალიელი ფეხბურთელი „სან სიროზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

25 წლის კალაბრია სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

დავიდე კალაბრია „მილანის“ აკადემიაში 10 წლისა გამოჩნდა და 2015 წელს მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. მას შემდეგ „როსონერის“ მაისური 151 მატჩში მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

0.112808