რაგბი

16:04 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ბლერი: "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის გამოწვევა იყო"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და შოტლანდიას შორის 17 ივლისს გასამართი ტესტ მატჩი ოფიციალურად გაუქმდა. მიზეზი COVID 19-ია. მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბლერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულები არიან.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის გამოწვევა იყო, რომელსაც ველოდით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ბოლო ორი ტესტ-მატჩი ვერ ვითამაშეთ. თუმცა, ამ პანდემიის დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილების მსგავსად, მოთამაშეთა კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. ჩვენი აზრები, რა თქმა უნდა ემთხვევა და ინფიცირებულ სპორტსმენებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, რადგან ჩვენც მსგავსი სიტუაცია გამოვიარეთ“, - განაცხადა ბლერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ივლისში სამი ტესტ მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გუნდში კორონავირუსის 6 შე4მთხვევა დაფიქსირდა. 2 ივლისს „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან პირველი ტესტ მატჩი 9:40 დათმეს, მეორე შეხვედრა კი დღეს უნდა გამართულიყო. ისევე როგორც 17-ში გასამართი შეხვედრა, სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირებაც COVID 19-ის გამო გაუქმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115949