ფეხბურთი

15:00 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი ტურის საუკეთესოთა შორის და გამოკითხვაში (+VIDEO)

ვაკო ყაზაიშვილის გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის. „ულსან ჰიუნდაის“ ჩვენებურმა შემტევმა „ვიეტელთან“ სამი მეტოქე მოატყუა და ლამაზი გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ვებგვერდმა მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო გოლი შეარჩია და მათ შორის, ყაზაიშვილის გოლიცაა. საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც ვაკოს ოთხი კონკურენტი ჰყავს და საუკეთესო ფანებმა უნდა აირჩიონ. ხმის მიცემა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასიც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117333