ფეხბურთი

10:25 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "დინამო" ლუკა გაგნიძეს სავარაუდოდ რუსულ კლუბში გაანათხოვრებს

მოსკოვის „დინამო“ ქართველ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეს სავარაუდოდ „ურალში“ გაანათხოვრებს. Sport-express-ის ცნობით, ლუკას ეკატერინბურგელთა რიგებში ერთწლიანი იჯარით გაასხვისებენ.

მოსკოველებმა გაგნიძე რამდენიმე დღის წინ „დინამო თბილისიდან“ დაიმატეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. რუსული მედიის ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 1.5 მილიონი ევრო შეადგინა.

18 წლის ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში 16 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა მითვლილი. იჯარით მისი შენარჩუნება „დინამო თბილისსაც“ სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოსკოველები მას რუსეთში, „ურალში“ გაანათხოვრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111254