ფეხბურთი

17:34 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ნაჩოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ ნაჩო ფერნანდესს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. შეთანხმების საფუძველზე ესპანელი მცველი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ნაჩო „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 2001 წელს მოხვდა.

31 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 24 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 1 გოლის გატანა შეძლო.

თეგებინაჩორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10957